LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ახალი წლის შეხვედრას მზიან სანაპიროზე გეგმავთ

21

მათთვის ვისაც შობის მზიან და თბილ გარემოში გატარება სურს – „ინდეფენდეტმა“ საუკეთესო დანიშნულებების რეიტინგი შეადგინა. მართლაც, რა უნდა იყოს უკეთესი ვიდრე ახალი წლის ზღვის სანაპიროზე შეხვედრა, ცივი კოქტეილი, შორტებიანი სანტა და, რაღა თქმა უნდა, ბევრი მზე. ამ ყველაფერთან ერთად კი მოგზაურობა აუცილებლად ხელმისაწვდომიც უნდა იყოს.

საუკეთესო ადგილთა სიაში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს პორტ ავენტურა, ესპანეთის სიდიდით მეორე კუნძული. კუნძულზე მზის ნაკლებობას იანვრის ყველაზე ცივ დღეებშიც კი არ უჩივიან. ულამაზესი გარემოს გარდა იქ ექსტრიმის მოყვარულებიც გაერთობიან, რადგან ევროპის 10 საუკეთესო პარკის სიაში მოხვედრილი – კოსტა დორადა სწორედ პორტ ავენტურას ტერიტორიაზეა.

ასევე არანაკლებ საინტერესო იქნება შობის შეხვედრა სამხრეთ აფრიკაში, კონკრეტულად კი კეიპტაუნში. დროის ცვლილების გამო, იქ ევროპული ზამთრის ნაცვლად ზაფხული დაგხვდებათ და ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს საინტერესო გარემოში შეხვდებით.

სამეულშია ორლანდო, ფლორიდას შტატი. დისნეის სამყარო შობას მართლაც ზღაპრულ დღესასწაულად აქცევს. იქნება ჯადოსნური კარნავალი, სანტა შორტებში და რა თქმა უნდა, უამრავი შიშველი ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები