LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ სიჩქარეს ჭკვიან კამერასთან შეანელებთ, მაინც დაჯარიმდებით

108

ე.წ. ჭკვიანი კამერები, დღეს თბილისის ქუჩებში ჩაირთო. როგორც ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა განაცხადა, სიჩქარის გადაჭარბების ჯარიმას ახალი კამერები, ახალი პრინციპით წერს.

თუ თქვენ შეზღუდულზე მაღალი სიჩქარით გადაადგილდებით და მხოლოდ ჭკვიან კამერასთან შეანელებთ, მაინც დაჯარიმდებით. რადგან კამერა ჯარიმას, კონკრეტულ არეალში საშუალო სიჩქარის მიხედვით წერს.

“ადრე იყო ასეთი პრინციპი, მძღოლი ხედავდა ვიდეოკამერას, შეანელებდა და შემდეგ, როდესაც მისი მოქმედების არეალს გასცდებოდა კვლავ აჭარბებდა სიჩქარეს. ახალი კამერის მეშვეობით ჩვენ გვაქვს საშუალება, კონკრეტული წერტილიდან წერტილამდე გავაკონტროლოთ საშუალო სიჩქარე – ე.წ. სექციაში”, – განაცხადა არსოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალი ვიდეოანალიტიკური პროგრამა აფიქსირებს:

  • მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილებას
  • შუქნიშნის წითელ ფერზე გავლას
  • ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთას
  • სიჩქარის გადაჭარბებას
  • მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობას

პროგრამა, ამ დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში, ჯარიმას ავტომატურად გამოწერს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჯარიმა მართვის მოწმობის ქულებზე არ იმოქმედებს.

წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერის დამონტაჟება იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები