თუკი ნიუ-იორკის მონახულება თქვენი ოცნებაა, მაშინ ახალი სერვისი მას ნაწილობრივ მაინც აგისრულებთ. ქსელში გამოჩნდა საინტერესო პროგრამა, რომელშიც ნიუ-იორკის სხვადასხვა რაიონების ხმებია მოგროვილი და მათი მოსმენა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდანაა შესაძლებელი. მთლიანობაში პროგრამა მეგაპოლისის 26 რაიონს აერთიანებს და მათ შორისაა – ჩაინა თაუნი, ტაიმზ – სკვერი, ჰარლემი, გრინვიჩ-ვილიჯი და ა.შ.
საინტერესო იდეის ავტორი კომპანია Breather გახდა და მისმა ექსპერტებმა ხმების შესაგროვებლად ათასობით პარკი, რესტორანი, საკონცერტო დარბაზი, ბაზარი, მეტრო და სხვა ადგილი მოიარეს.
გამოცემა „34 travel”-ის ინფორმაციით, პროექტის დიდი პოპულარობის გამო მომავალში ბოსტონის, ჩიკაგოსა და სან-ფრანცისკოს ხმების კოლექციებიც შეიქმნება.