თუკი საცხოვრებლად ახალ ქალაქს ეძებთ – ბუქარესტი საუკეთესო ვარიანტია. როგორც ბინების ძებნის პორტალმა „Nestpick”-მა დაადგინა, რუმინეთის დედაქალაქი ევროპაში ყველაზე ხელმისაწვდომი დანიშნულებაა. მათ ვინც საცხოვრებლად ბუქარესტში გადადის, პირველი თვის განმავლობაში სულ რაღაც 644 ევროც ეყოფა და ეს თანხა – ბინის ქირას, საკვებს, ტრანსპორტს, ინტერნეტსა და ტელეფონს მოიცავს. ყველაზე ძვირი კი გადასახლება დუბაიში ჯდება. იგივე კრიტერიუმების გათვალისწინებით, დუბაი 3,6 ათასი ევრო ღირს. მეორე და მესამე ადგილს კი 3,4 ათასი ევროთი – ოკლენდი და სან-ფრანცისკო იკავებენ. რაც შეეხება ევროპის მაჩვენებელს, ამ შემთხვევაში ლიდერი 2,7 ათასი ევროთი ლონდონია.