გერმანულმა ტუნინგ-ატელიემ Vision of Speed წარმოადგინა Lamborghini Huracan Spyder-ის ახალი მოდიფიცირებული ვერსია. მოდერნიზირებული როდსტერი სტანდარტული ვერსიისგან განსხვავებით, გახდა გაცილებით მჩატე და მძლავრი.
სუპერქარმა მიიღო კარბო-აეროდინამიკური ზედაპირი, ასევე განახლებული უკანა სპოილერი და დიფუზორი. ტუნერებმა ასევე შეცვალეს ტიტანის გამოსაბოლქვი Akrapovic-ის სისტემით, რომელიც 20 კგ-ით ნაკლებს იწონის, სტანდარტულ ვარიანტთან შედარებით.
მოდელი აღჭურვილია 5.2 ლიტრიანი V10 ტიპის აგრეგატით, რომელიც 20 ცხენის ძალის ერთეულითა წარმოდგენილი და 22 ნმ-ით მეტია მოდელის არამოდიფიცირებულ ვერსიასთან შედარებით.