LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტები ნერონის სასახლეს 3D ფორმატში ნახავენ

86

სულ მალე ტურისტებს საშუალება ექნებათ, რომ ნერონის ოქროს სახლი 3D ფორმატში ნახონ. რომის იმპერატორის სასახლე ევროპაში არსებულ სასახლეთა შორის ყველაზე დიდია, ის დიდგვაროვანმა თავისი ხელით ააგო და 300-მდე ოთახის კედლები მთლიანად ძვირფასი ქვებითა და ოქროთი მოაპირკეთა. სამწუხაროდ, ნაგებობამ დროს ვერ გაუძლო და მრავალი რეკონსტრუქციის შემდეგ მისი ძველი იერსახე ნაწილობრივ დაიკარგა. სწორედ ამიტომ, ტურისტებს დამატებით რეალობას სთავაზობენ, რაც მათ წარსულში მოგზაურობის საშუალებას მისცემს.

აღსანიშნავია, რომ სარესტავრაციო სამუშაოები ამ მომენტისთვისაც გრძელდება და სანამ ისინი დასრულდება დამთვალიერებლებს სასახლეს 3D სათვალით აჩვენებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები