LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტები ტაჯ-მაჰალის მონახულებას მარტივად ვეღარ შეძლებენ

26

ტურისტები ტაჯ-მაჰალის მონახულებას მარტივად ვეღარ შეძლებენ. ინდოეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ძეგლის მონახულება შეზღუდოს. მიზეზი კი მავზოლეუმის შენარჩუნებაა. საქმე ისაა, რომ ძეგლი თეთრი მარმარილოთია აშენებული, ამიტომ ის ადვილად ზიანდება. ტურისტთა დიდი რაოდენობა კი ტაჯ-მაჰალს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ხოლო, თუკი გავითვალისწინებთ იმას რომ ძეგლი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, უნიკალურ არქიტექტურას შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს.

საინტერესოა, რომ მხოლოდ 2016 წელს, მავზოლეუმს 6,5 მილიონი ადამიანი ეწვია და მათი უმრავლესობა იდნოელები იყვნენ.

 

http://www.scmp.com/news/asia/south-asia/article/2126678/india-limits-visitors-taj-mahal-40000-day-attempt-protect

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები