LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტებისთვის ყველაზე საშიში ქვეყნების სია

13

ექსპერტებმა ტურისტებისთვის ყველაზე საშიში ქვეყნების სია გამოაქვეყნეს. საშიშროების დონის დასადგენად მათ ისეთი კრიტერიუმები გაითვალისწინეს, როგორიცაა ტერორიზმი, ომი, სოციალური დაძაბულობა და ზოგადად დანაშაულის დონე. აღმოჩნდა, რომ 2017 წელს დამსვენებლები ყველაზე მეტად ტომბუკოს (ინდონეზია) რეგიონს, მალის რესპუბლიკას, დარფურის რეგიონსა და სუდანს უნდა მოერიდონ. გარდა ამისა, სასურველია, რომ წასასვლელი ადგილების სიიდან ასევე ლიბანი, სომალი, სირია, იემენი და ავღანეთიც ამოიღონ. ხოლო, რაც შეეხება დაბალი საფრთხის მქონე სახელმწიფოებს, მათ სიაში საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, კანადა და აშშ მოხვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები