ტურისტებმა 2017 წლის საუკეთესო საკრუიზო ხომალდები გამოავლინეს. გამოცემა „Cruise Critic”-ის ინფორმაციით, რეიტინგი მგზავრების შეფასებების მიხედვით შედგა და გამარჯვებული რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდა.
ყველაზე მეტ ჯილდოს უკვე მეხუთე წელია კომპანია Disney Cruise და მისი ხომალდი „დისნეის ოცნება“ იღებს. საუკეთესო საკრუიზო გემი 2000-მდე მგზავრს იტევს და ბორტზე კომფორტისა და ფუფუნებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.
მეორე და მესამე ადგილებს კი Viking sea და Celebrity Xpedition იკავებენ. მათ დისნეისგან განსხვავებით, 1000 და 400 ადამიანის გადაყვანა შეუძლიათ.
რაც შეეხება კრუიზების ღირებულებას, თითოეული მათგანი ათასობით დოლარი ღირს.