LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტებს ევროპის მოვლა ამიერიდან მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ

78

ტურისტებს ევროპის მოვლა ამიერიდან მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ. იდეის ავტორი ტურისტული საიტი Interrail.eu გახდა და მათ უნიკალური მატარებლის ბილეთი- Globa Pass შექმნეს. ბილეთის მოქმედების არეალი შეზღუდული არ არის და ის 40 ათასამდე მიმართულებას მოიცავს. მოგზაურსაც შეუძლია განუსაზღვრელი რაოდენობის ქვეყნები მოიაროს, ბუნებრივია, ეს მანამ სანამ ბილეთი მოქმედებს.

გამოცემა „Le Figaro”-ს ინფორმაციით, პროგრამაში 30 ქვეყნის 37 რკინიგზის ოპერატორია ჩართული. უფრო ზუსტად კი ულიმიტო ბილეთის ღირებულება 493 ევროა და ამ ფასად ტურისტს ერთი თვის განმავლობაში ყველა სასურველი ადგილის მოვლა შეეძლება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები