LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტებს პორტუგალიური და ამერიკული ლისაბონი ერთმანეთში აერიათ

46

ტურისტებს პორტუგალიური და ამერიკული ლისაბონი ერთმანეთში აერიათ. ორი ამერიკელი ტურისტი პორტუგალიის დედაქალაქში ლიფტში გაიჭედა და დახმარების სათხოვნელად Google გამოიყენა. საქმე ისაა, რომ SOS სიგნალზე არავინ პასუხობდა, ამიტომ მათ პოლიციაში დარეკვა გადაწყვიტეს. ქალბატონებმა ქსელში  ლისაბონური პოლიციის ნომერი მოძებნეს, თუმცა არა პორტუგალიის ლისაბონის, არამედ მენის შტატში მდებარე ქალაქის, რომელსაც ასევე ლისაბონი ქვია და დახმარებაც სწორედ მათ სთხოვეს. ლიფტში გაჭედილებს ძალიან გაუმართლათ რომ ყურმილი დეტექტივმა კეტი რომ აიღო, ენობრივი ბარიერის მიუხედავად მათი გასაჭირი მოისმინა, სიტუაციაშიც მალევე გაერკვა და საჭირო კონტაქტიც მოძებნა. შედეგად, ყველაფერი კარგად დასრულდა და ტურისტები ლიფტიდან მშვიდობიანად გამოიყვანეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები