LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტებს საზღვარზე თითის ანაბეჭდს დაატოვებინებენ

79

ჩინეთში ჩასულ ტურისტებს საზღვარზე თითის ანაბეჭდს დაატოვებინებენ. პორტალ „Ecns.cn”-ის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომების გასაზრდელად მიიღო.

სიახლე შეეხება 14-დან 70 წლამდე უცხოელებს, რომლებიც ქვეყნის საზღვარს მოკლე თუ გრძელვადიანი ვიზით გადაკვეთენ. გამოცემის ცნობით, ერთადერთი გამონაკლისი დიპლომატიური ვიზიტით ჩასული ადამიანებისთვის დაიშვება.

აღსანიშნავია, რომ თითის ანაბეჭდების ასაღები პირველი პუნქტი ქალაქ შენჟენში თებერვლის ბოლოსთვის გაიხსნება და მოგვიანებით მას სხვა ქალაქებიცშეუერთდებიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები