LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქმენეთში მოქალაქეებს შვიდიანებს ართმევენ და პრეზიდენტის ოჯახს აძლევენ

60

ბალკანეთისა და დაშოგუზის რაიონების საგზაო ინსპექტორები იმ მძღოლებს აჩერებენ, რომელთა სანომრე ნიშნებიც ციფრებით, „77“ იწყება. ისინი ნომრების კონფისკაციას ახდენენ, მძღოლებს კი სთხოვენ პოლიციის განყოფილებაში ახალი სანომრე ნიშნების მისაღებად გამოცხადენენ.

წინასწარი ინფორმაციით, ასეთი აკრძალვა იმას უკავშირდება, რომ ამიერიდან, „შვიდიანებს“ მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტის, გურბანგულ ბერდიმუჰამედოვის ნათესავები გამოიყენებენ. რეგიონალურ პოლიციას ყველა „ლამაზი“ ნომრის „ამოღების“ ვადა თვის ბოლომდე აქვს.

ადგილობრივი რადიო, ერთ-ერთ პოლიციელზე დაყრდნობით იუწყება, რომ აკრძალვის შემოღება ერთ ინციდენტს უკავშირდება, რომლის დროსაც ინსპექტორმა ბერდიმუჰამედოვის ახლობელი გააჩერა. ამის გამო, შინაგან საქმეთა მინისტრს, ისკენდერ მულიკოვს მკაცრი საყვედური გამოუცხადეს „მოვალეობის არადამაკმაყოფილებლად შესრულებისათვის“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები