LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთის მიმართულებით  ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია

44

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით ფშაველი-აბანო-ომალოს გზის  56-ე კილომეტრზე ჩამოსული მეწყრული მასისაგან  საავტომობილო გზა სრულად  გაწმენდილია, საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია და განხორციელდება სპეციალური რეჟიმით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებისა  და კომპანია „გერალის“ წარმომადგენლების 24 საათიანი ინტენსიური  სამუშაო რეჟიმის შედეგად თუშეთთან დამაკავშირებელი  600 მეტრიანი გზის მონაკვეთი სრულად  განვლადია. ტრანსპორტის გადაადგილებას სამუშაოთა მწარმოებელი დაარეგულირებს.

ამ დროისათვის დამატებითი გზის გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებს, როგორც მძიმე ტექნიკა ასევე მთასვლელები რათა სრულად მოხდეს არსებული გზის მოწესრიგება,წყლის დონის დაწევა, ვაკისის ფერდის დაწევა და კლდოვანი მასებისაგან ფერდების ჩამოსუფთავება.

როგორც მოგეხსენებათ თუშეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, ზამთრის თვეებში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი  დაფარა და  მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. შემდეგ აპრილის თვეში განმეორებითი – დაახლოებით 200 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასების ჩამოსვლა დაფიქსირდა, რამაც საგრძნობლად დაამძიმა არსებული მდგომარეობა.