რამდენად სწრაფად შეუძლიათ თვითმფრინავებს ატლანტიკური ოკეანეს გადალახვა? პირველად, 1927 წელს ჩარლზ ლინდბერგს ამისთვის 33 საათი 30 წუთი და 29 წამი დასჭირდა. რეაქტიულ თვითმფრინავებს დღეს 6:30 სჭირდებათ, Concorde ამ დისტანციას გადიოდა სამ საათ ნახევარში. ახლა კი თვითმფრინავის ახალი კონცეპტი, რომელიც კანადელმა ინჟინერმა წარმოადგინა, რეაქტიული ძრავების წყალობით, ოკეანეს გადალახვას თეორიულად 40 წუთში შეძლებს. Skreemr – ასე ქვია თვითმფრინავს, რომელიც 75 მგზავრს დაიტევს, თუმცა თავად ინჟინერი თვლის, რომ ასეთი თვითმფრინავი ატლანტიკის ოკეანეს ამ საუკუნეში ვერ გადაუფრენს.