ბელგიის ნაციონალურმა ავიაგადამზიდმა მგზავრებს თვითმფრინავის დიზაინის მოფიქრება სთხოვა. Brusseles Airlines სურს, რომ ახალი აირბასი A320-ის გარეგნობა სხვა ლაინერებისგან განსხვავებული იყოს, ამიტომ დახმარებისთვის ხალხს მიმართა. მგზავრთა აქტიურობა კი მართლაც დიდი იყო და ავიაკომპანიას დიზაინის 1400-მდე ესკიზი გაუგზავნეს, კომპეტენტური ჟიური კი მათგან ფინალისტებს შეარჩევს.
გამოცემა „Quitidien du tourisme”-ს ინფორმაციით, ყველაზე დიდი პოპულარობით კომიქსების თემატიკა, მუსიკა და საკვები სარგებლობს. ხოლო, თუ როგორი დიზაინი ექნება ახალ ლაინერს – ამას ავიაგადამზიდის წარმომადგენლები თვის ბოლოსთვის გადაწყვეტენ.
