LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავის პილოტმა ფრენისას ძილის სიხშირე გაამხილა – მგზავრები ნამდვილად შოკში იქნებიან

49
f43899-e57154c918b64e3ea76e58bf8307a12d-mv2

ავიაკომპანია Airlines Aero-ს პილოტმა ანდრეას სტობერმა მგზავრებს თვითმფრინავით ფრენის მოულოდნელი ფაქტები გაუმხილა. მისი აღიარება გამოცემა Express-მა გაავრცელა.

როგორც გაირკვა, საჰაერო ხომალდის მეთაურებს ავიარეისების დროს ძალიან ხშირად სძინავთ.
„ფრენა – ეს არის ბიზნესი 24/7-ზე, ამიტომ ჩვენ დღისა და ღამის ნებისმიერ დროს დავფრინავთ. სიმართლე ის გახლავთ, რომ დაღლილობასაც ვგრძნობთ“,- დააზუსტა მფრინავმა.

სტობერმა აღნიშნა, რომ მფრინავების წესები დასვენების დროს არეგულირებს და სამუშაო დროს მაქსიმალურად ზრდის.
„ეს წესები იმისთვის არსებობს, რომ შტურვალთან არავის ჩაეძინოს. ბევრი ავიაკომპანია ისე მუშაობს, რომ ფრენის დროს პილოტებმა რიგ-რიგობით გამოიძინონ“. თანაც, ხომალდის მეთაურებს ძილი მოკლე მოგზაურობების დროსაც კი შეუძლიათ, მაშინ როცა ფრენა ერთ საათზე ნაკლები დრო გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები