თვითმფრინავის სალონებში ამიერიდან ახალგამომცხვარი პურისა და ყვავილების არომატი იქნება. არომატიზირებულ ბორტს ავიაკომპანიები მგზავრებს ინოვაციური სისტემის -Five-ის მეშვეობით შესთავაზებენ. იდეის ავტორი კომპანია Zodiac Aerospace გახდა და მათი მეშვეობით ლაინერებში ჰიპოალერგიულ, 50-მდე სახეობის „სუნამოს“ მოაფრქვევენ. Five დასაწყისისთვის მცირე ზომის ლაინერებში დამონტაჟდება, მოგვიანებით კი ის კომერციულ რეისებზეც გავრცელდება. სააგენტო „BBT“-ის ინფორმაციით, ავიაკომპანიები პირობას დებენ, რომ არომატს განსაზღვრული რაოდენობით მოაფრქვევენ, რათა მგზავრთა გაღიზიანება არ გამოიწვიონ.