LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უამინდობის გამო “ვიზეარის” მგზავრებს ქუთაისის აეროპორტის ნაცვლად თბილისის აეროპორტი მიიღებს

13

დიდთოვლობის და უამინდობის გამო კომპანია “ვიზეარის” მგზავრები ბუდაპეშტსა და ვარშავაში ქუთაისის აეროპორტის ნაცვლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრებიან , – ამის შესახებ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, ასევე ქუთაისის ნაცვლად თბილისში ჩამოფრინდნენ აღნიშნული ქალაქებიდან მომავალი მგზავრებიც. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში უამინდობის გამო რამდენიმე რეისი 4 იანვრის ღამითაც არ შესრულდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები