LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Uber-ს ლონდონში მუშაობა აუკრძალეს

62

საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონტროლის დეპარტამენტმა ტაქსების კომპანიას ლიცენზია შეუჩერა. გამოცემა „Motor 1”-ის ინფორმაციით, uber-ს საქმიანობის დასასრულებლად დრო თვის ბოლომდე აქვს. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი კი ის გახდა, რომ კომპანიას „კორპორატიული პასუხისმგებლობა“ არ გააჩნია და გარდა ამისა, უსაფრთხოების ზომებსაც ხშირად არღვევს. საუბარია იმ უამრავ შემთხვევაზე, როდესაც მგზავრებს თავს დასხმიან და uber-ს ამასთან დაკავშირებით არაფერი მოუმოქმედებია.

საინტერესოა, რომ ამ მომენტისთვის ლონდონში 40 000-მდე uber-ის მძღოლი მუშაობს და კომპანიის სერვისით 3,5 მილიონამდე მოქალაქე სარგებლობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები