Uber შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს. ტაქსის გამოძახების სერვისს ნიუ-იორკის სასამართლოში უჩივლეს და პროცესი უახლოეს მომავალში გაიმართება.
პორტალ „Сarscoops”-ის ინფორმაციით, uber-ის ბრალი დისკრიმინაციაში ედება, რადგან 58 ათასი ავტომობილიდან შშმ პირებზე მორგებული მხოლოდ 100 ერთეულია, შესაბამისად, ტაქსის სერვისით სარგებლობა ყველა ადამიანისთვის ერთნაირად მარტივი არ არის. სწორედ ამიტომ, კომპანიას პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეული დრო მიეცემა, თუმცა ჯარიმის გადახდა მაინც მოუწევს.