LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Uber-ს ტაქსისტებისთვის 200 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს

123
uber

Uber თითქმის 200 მილიონ დოლარს გადაუხდის ტაქსისტებს, რომლებიც შემოსავლის გარეშე დატოვა. ტაქსის საერთაშორისო სერვისმა გადაწყვიტა დაასრულოს ავსტრალიაში მიმდინარე ხანგრძლივი სასამართლო დავა და ადგილობრივ მოსარჩელეებს 271,8 მილიონი დოლარი გადაუხადოს. ეს არის კომპენსაცია სარჩოს დაკარგვისთვის, რაც ბაზარზე Uber-ის გამოსვლას მოყვა. ტაქსისტებმა კოლექტიური სარჩელი შეიტანეს და საბოლოო ჯამში გამარჯვებაც მოიპოვეს.

ათასობით მძღოლმა Uber-ის წინააღმდეგ სარჩელი 2019 წელს შეიტანა და კომპანია კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. საქმე ისაა, რომ Uber ავსტრალიაში ლიცენზიის გარეშე მუშაობდა, როცა ამ ტაქსისტებმა ლიცენზიის მოსაპოვებლად თავისი ჯიბიდან საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადეს. Uber საპასუხოდ აცხადებდა, რომ კანონი განზრახ არ დაურღვევია და ყველა გზით ცდილობდა თავის დაცვას. საბოლოოდ კი ხალხმა მაინც გაიმარჯვა და კომპენსაციასაც მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები