უბრალოდ მოუსმინეთ – როგორი ხმა აქვს Porsche-ს სარბოლო ატმოსფერულ აგრეგატს. გამოცემა Road and Track-მა სუპერქარ Porsche 911 RSR-ის 6 ცილინდრიანი ძრავის 20 წუთიანი ჩანაწერი გამოაქვეყნა. ტესტ დრაივი ვირჯინიას ინტერნაციონალურ ავტოდრომზე გაიმართა და ჩანაწერის გაკეთების დროს მიკროფონი სპორტული ავტომობილიდან ნახევარ მეტრში იყო დამონტაჟებული.
შეგახსენებთ, რომ სარბოლო კუპეს 4 ლიტრის მოცულობის ატსმოფერული ძრავი და წყლით გაგრილების სისტემა აქვს და მას 510 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აგრეგატი 6 საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. მსგავსი ავტომობილები გამძლეობის რბოლებში გამოდიან ხოლმე, მათ შორის გამორჩეული კი „ლე მანის“ რბოლაა, სადაც Porsche-ს თავი არაერთხელ გამოუჩენია.