LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უჩვეულო საავტომობილო აქსესუარები AliExpress-ზე

103

ექსპერტებმა ყურადღებით შეისწავლეს AliExpress-ზე წარმოდგენილი საავტომობილო აქსესუარების კატალოგი და მათგან საუკეთესოების ჩამონათვალი შეადგინეს. ქვემოთ წარმოდგენილი ნივთები ნებისმიერ ავტომოყვარულს გაახარებდა და შეგიძლიათ საახალწლო საჩუქრადაც კი გამოიყენოთ.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი აქსესუარი ძალიან უცნაურია, მაგრამ ვინ იცის, ნებისმიერ ნივთს შეიძლება გამოუჩნდეს მყიდველი.

მაგალითად, ინტერნეტპორტალზე მიკროტალღური ღუმელი იყიდება, იმისათვის, რომ მუდამ ცხელი საკვები მიირთვათ. თუკი ავტომობილში დიდ დროს ატარებთ, არა მხოლოდ ღუმელი, გასაბერი ლეიბიც გამოგადგებათ.

საინტერესო საჩუქარია საავტომობილო მორბენალი სტრიქონი, რომელიც საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებთან ურთიერთობის საშუალებას იძლევა.

საჩუქრების სიაშია სინათლის ამრეკლავი ფირი, რომელიც ავტომობილს ფუტურისტულს ხდის. არანაკლებ საინტერესო მოწყობილობაა საავტომობილო შხაპიც.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები