LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცნაური საჯარიმო სადგომი ნეაპოლის ცენტრში

26

უცნაურ საჯარიმო სადგომზე, რომელიც ნეაპოლის ცენტრში, მიწისქვეშ 45 მეტრის სიღრმეზე, ერთმანეთში ჩახლართულ მრავალრიცხოვან გვირაბებშია მოწყობილი, 1940-1950-იან წლებში გამოშვებული ავტომობილები და მოტოციკლებია თავმოყრილი. გასულ საუკუნეში გააუქმებული მიწისქვეშა პარკინგი 60 წელი არავის გახსენებია, ახლა კი, ქალაქის მესვურებმა ახალი საჯარიმო სადგომის მოწყობა გადაწყვიტეს, მათ არჩევანი ისევ ძველ ადგილზე შეაჩერეს.

თავად გვირაბები 1853 აშენდა სიცილიის მეფის ფერდინანდ II ბურბონის მიერ. მონარქმა, რომელიც ნაკლბი პოპულარობით სარგებლობდა მოსახლეობაში და ძალიან ეშინოდა რევოლუციის, მიწისქვეშ გზის გაყვანა ბრძანა, რათა გადატრიალების შემთხვევაში სასახლიდან ყაზარმებამდე უსაფრთხოდ მიღწევის საშუალება ჰქონოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები