LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უდიდესმა ავიაკომპანიამ მამაკაც ბორტგამცილებლებს კაბების ჩაცმის უფლება მისცა

54
virgin

უდიდესმა ევროპულმა ავიაკომპანია Virgin Atlantic-მა ეკიპაჟის წევრებს უფლება მისცა, გენდერული იდენტობა ჩაცმულობით გამოხატონ. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Star ავრცელებს.

უფრო ზუსტად, ყველა მამაკაც ბორტგამცილებელს თუ პილოტს – უფლება ექნება სამსახურში კაბით მივიდეს. ქალბატონების შემთხვევაში კი ინდივიდუალობის გამოხატვა შარვლებით იქნება შესაძლებელი. გასული მაისის თვეში Virgin Atlantic-მა თანამშრომლებს სვირინგების გამოჩენის უფლებაც მისცა.

პუბლიკაციაში ისიცაა ნათქვამი, რომ რეისზე ბილეთის ყიდვისას მგზავრებს სქესის გრაფაში გენდერულ-ნეიტრალური კუთვნილების მითითება შეეძლებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები