LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფა საქართველოს არ დასჯის

77
2624599-54314690-2560-1440

„სასჯელის ნებისმიერი ზომა ადგილობრივი ფედერაციის იურისდიქციის ქვეშაა“ – აი ასე განაცხადა უეფამ საქართველოში ფეხბურთელების მიერ გამოხატულ პროტესტზე.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ არ წაუყრუა და კომენტარი გააკეთა საქართველოს ჩემპიონატში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც ჩვენი ფეხბურთელები მოედანზე ანტირუსული ლოზუნგებით გამოვიდნენ.

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მოვლენა შიდა შეჯიბრებებზე მოხდა, ნებისმიერი დისციპლინარული ზომები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ ექცევა. უეფა იძიებს მხოლოდ იმ ინციდენტებს, რომლებიც მის ეგიდით გამართულ ტურნირებზე ხდება“, – ნათქვამია უეფას პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ქართველი ფეხბურთელები რუსეთს აპროტესტებენ, რუსები ქართველებს

რა ისტერია მოყვა რუსების მხრიდან ქართულ პროტესტს?

ქუთაისის „ტორპედო“, ბოლნისის „სიონის“ მატჩის დაწყებისას მოედანზე სპეციალურად დამზადებული მაისურებით გამოჩნდა, რომელზეც ეწერა: „საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“.

ასეთივე მაისურებით გამოვიდნენ მოედანზე თბილისის „ლოკომოტივი“ და „რუსთავი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები