LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფა საქართველოს და რუსეთს არ დააცალკევებს

74
i_5eb145fa536b8bcd6491a958dcf502b8_1497871220567194_0

უეფა უკრაინის ანალოგიას არ გამოიყენებს და ქართულ და რუსულ კლუბებს ევროთასების წილისყრის დროს არ განაცალკევებს.
საუბარია ევროპის ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდზე. საკითხი წამოიწია ბოლო დროს ორ ქვეყანას შორის დაძაბული ვითარების და საქართველოს ჩემპიონატში მომხდარი ინციდენტის გამო.

„2014 წლის უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით საქართველოსა და რუსეთის კლუბებს ისევ შეუძლიათ ერთმანეთს შეხვდნენ. ამ გადაწყვეტილების შეცვლა არ იგეგმება“, – ნათქვამია უეფას განცხადებაში.

უეფა საქართველოს არ დასჯის

რუსებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

20 ივნისიდან თბილისში, პარლამენტის წინ მიტინგები იმართება, რაც საქართველოს პარლამენტში სახდუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოსვლამ გამოიწვია.

ქართველი ფეხბურთელები რუსეთს აპროტესტებენ, რუსები ქართველებს

რა ისტერია მოყვა რუსების მხრიდან ქართულ პროტესტს?

სამი ქართული კლუბი კი – „ტორპედო“, „ლოკომოტივი“ და „მეტალურგი“ თამაშებზე ანტირუსული ლოზუნგებით გამოვიდნენ.

შეგახსენებთ, ჩვენგან წელს ჩემპიონთა ლიგაზე „საბურთალო“ გამოდის, ევროპა ლიგაზე კი „ჩიხურა“, თბილისის „დინამო“ და ფეხბურთელებისგან დაცლილი „ტორპედო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები