LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფა სერბეთს ემუქრება: დაამარცხეთ ხულიგნობა

35

სერბეთს ყველა ტურნირიდან გაძევება ემუქრება.
უეფა ხულიგნების პრობლემით შეშფოთდა.

„თუ ხულიგნებს არ შევაჩერებთ, შეიძლება კატასტროფა მოხდეს, ხოლო სერბეთს ყველა ტურნირიდან მოხსნის სერიოზული საშიშროება დაემუქრება. ეს სერბეთისთვის კატასტროფა იქნება.
საუბრები კარგია, მაგრამ საჭიროა იძულებაც. უეფამ გასაგებად მიანიშნა იმ ქვეყნების ხელისუფალთ, სადაც ეს პრობლმა დგას, რომ საფეხბურთო ასოციაციებს ამის მოგვარება არ შეუძლიათ.
სახელმწიფო ხელისუფლებამ საფეხბურთო ორგანიზაციებთან ერთობლივად უნდა იმოქმედოს, რომ ხულიგნობა დაამარცხონ“, – განაცხადა უეფას თავკაცმა ალეკსანდერ ჩეფერინმა.

მოგეხსენებათ, თავად ჩეფერინი წარმოშობით სლოვენიიდანაა.

ჩვენი ჯგუფელი სერბეთი 2018 წლის მუნდიალის შესარჩევში პირველ ადგილზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები