უეფას ახალმა პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ლონდონში ევრო 2020-ის ლოგო წარადგინა.
გარდა ამისა, აჩვენეს ლონდონის ლოგოტიპი, რომელიც ტურნირის ნახევარფინალებსა და ფინალს უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატის სამივე გადამწყვეტი მატჩი ”უემბლიზე” გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ს 13 ქალაქი მიიღებს: ბილბაო, ბუდაპეშტი, ბრიუსელი, გლაზგო, კოპენჰაგენი, ბუქარესტი, ამსტერდამი, დუბლინი, მიუნხენი, ბაქო, სანკტ-პეტერბურგი, რომი და ლონდონი.