ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის კრიშტიანო რონალდოს გოლი, რომელიც მან „მანჩესტერს“ გაუტანა, უეფამ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლად აღიარა.
მატჩი „ბიანკონერსა“ და „წითელ ეშმაკებს“ შორის 2018 წლის ნოემბერში შედგა. ანგარიში ლეონარდო ბონუჩის შორეული გადაცემის შემდეგ ერთი შეხებით დიდებული დარტყმით რონალდომ გახსნა.
პორტუგალიელმა ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო.
ლიგის გასულ სეზონში რონალდო „იუვენტუსისთვის“ გატანილი მაკრატელას გამო გამოარჩიეს.
შეგახსენებთ, „იუვენტუსი“ ამ გათამაშებაში ¼ ფინალში „აიაქსმა“ გამოაგდო.
1:0. pic.twitter.com/l5GIrwJzuH
— Hey (@sizifar) November 7, 2018