LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფას ევრო 2020-ის გადატანა თხოვეს. ორგანიზაცია ჯერ წინააღმდეგია

93
ZNYWNXJGJFAD3H7GGLBTS4TDBI

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი შესაძლებელია დათქმულ ვადებში არ ჩატარდეს.

Virgilio Sport-ის ცნობით, მთელმა რიგმა ქვეყნებმა უეფას მიმართეს თხოვნით ტურნირი 2021 წლის ზაფხულისთვის გადადონ. მიუხედავად ამისა, უეფას წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ ევროს ვადების შეცვლას.

“ევრო 2020 12 ივნისს რომში იღებს სტარტს. უეფა კავშირზეა ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კორონავირუსის ვითარებასთან დაკავშირებით. ამჟამად არ არის რამის შეცვლის აუცილებლობა. ეს საკითხი მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნება”, – განმარტეს უეფას პრეს-სამსახურში.

როგორც ცნობილია, ევრო 2020-ის მატჩები 12 ივნისიდან 12 ივლისამდე რამდენიმე ქვეყანაში უნდა გაიმართოს.

იტალიაში 9 მარტს გადაწყვიტეს, რომ 3 აპრილამდე ქვეყანაში ყველა სპორტული ღონისძიება შეაჩერონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები