უკანასკნელი სუპერქარი, რომელსაც ძრავი შუაში აქვს, 2,45 მილიონ ევროდ იყიდება. დაახლოებით 18 წლის წინ კომპანია Mercedes-Benz-მა AMG-სთან და McLaren-თან თანამშრომლობით გამოუშვა, რომელიც ლე მანის 24 საათიანი რბოლებისთვის იყო განკუთვნილი, მალევე კი საქალაქო ვერსიაც ააწყო. დღეს ავტომობილი, რომელსაც ძრავი წინა სავარძლების უკან აქვს. 2 450 000 ევროდ არის შეფასებული.
უნიკალური Mercedes-Benz CLK GTR-ის ”გულს” 6,9 ლიტრიანი V12 ატმოსფერული ძრავი წარმოადგენს, რომელსაც 604 ცხენის ძალის გენერირება შეუძლია. ავტომობილს უკანა ამძრავი აქვს, ტრანსმისიად კი 6 საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი გვევლინება.
რაც შეეხება დინამიურ მახასიათებლებს, ის 1990–იანი წლებისთვის შთამბეჭდავი გახლდათ – პირველ ას კილომეტრს 3,8 წამში კრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 340 კმ/სთ გახლავთ. თავის დროზე Mercedes-Benz CLK GTR ყველაზე ძვირადღირებული სერიული ავტომობილი იყო, რომელიც 1 500 000 დოლარი ღირდა.