დიდ ბრიტანეთში მაშველი ძაღლი პენსიაზე გავიდა და მთებში 11 წლიანი სამსახურისთვის ჯილდო მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Metro ავრცელებს.
16 წლის ბორდერ-კოლიმ, სახელად სკაიმ ამ წლების განმავლობაში 200-ზე მეტ სამაშველო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა და თავის კურატორთან ერთად მთებში ათობით დაკარგული ადამიანიც იპოვა.
11 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი სამსახურისთვის სკაი დიდი ბრიტანეთის საპატიო ორდენით დააჯილდოვეს. მაშველი ძაღლი გახდა 36-ე ცხოველი, ვინც მსგავსი ჯილდო მიიღო.
სკაი ამჟამად თავისი კურატორის ოჯახში ცხოვრობს და პენსიაზე მყოფი მშვიდი ცხოვრებით ტკბება.