LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა რუსეთის ბოიკოტს აპირებს

23

უკრაინას მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბოიკოტირება სურს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა გამოცემა ”Известия””-მ გაავრცელა, რომელმაც წყაროდ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დაასახელა.

გამოცემის ცნობით უკრაინელები ჯერ ბოლომდე გეგმავენ საკალიფიკაციო ეტაპის გავლას და ტურნირზე მოხვედრას, შემდეგ კი მსოფლიო პირველობის დემონსტრაციულად დატოვებას. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით აღნიშნული ინფორმაცია უკრაინელთა მხრიდან ხმამაღლა არ გაჟღერებულა, რადგან ისინი ფიფას სანქციებს უფრთხიან დ თანაც იმისათვის, რათა მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადონ, ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპი უნდა გაიარონ.

მიუხედავად ამისა, უკრაინელები რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაშიც ხედავენ გარკვეულ პლუსებს. მაგ: რუსეთის სტადიონებზე მუნდიალზე მათი მონაწილეობის შემთხვევაში უკრაინის ეროვნული ჰიმნი აჟღერდება.
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის 4 ტურის შემდეგ უკრაინელები ჯგუფში მეოთხე ადგილზე არიან და ორი ქულით ჩამორჩებიან ისლანდიას და ხორვატიას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები