”Машина времени”-ის ყოფილი წევრი ანდრეი მაკარევიჩი, უკრაინის ქალაქ ლვოვში გასტროლების დროს გაძარცვეს. ამასთან დაკავშირებით ის საკუთარი ფეისბუქის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს
”უკრაინაში ძალიან ბევრი მყუდრო და მოდური რესტორნია, სადაც 100 გრივენით შეგიძლია გემრიელად წაიღემსო, (100 გრივენი ასე, 4 დოლარს უდრის). მაგრამ, თუ როდესმე ლვოვის ღამის მატარებელში დაძინებას გადაწყვეტთ, ფული საგულდაგულოდ შეინახეთ”- წერს მაკარევიჩი ფეისბუქზე.
მომღერალმა ისიც დასძინა, რომ უკრაინაში ის ძალიან თბილად მიიღეს: ”სამი კონცერტი ლვოვში, ერთი ლიმუდში, ორიც ოპერის თეატრში. ჩვენ ვუკრავდით ”Yiddish Jazz”-… შესანიშნავი ქალაქია, შესანიშნავი არქიტექტურით და საუცხოოდ მიმიღეს.” – განაცხადა მომღერალმა.