უკრაინის ავიახაზების ლაინერი შემთხვევით ახალდაგებულ ბეტონზე დაჯდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ზაპოროჟიეს აეროპორტში მოხდა. თვითმფრინავი კიევიდან მოფრინდა და დაჯდომის დროს შემთხვევით სველ ბეტონზე გაიარა, რის გამოც არა მხოლოდ წინა ბორბალი, არამედ ძრავიც დაზიანდა და ხომალდს სერიოზული შეკეთება სჭირდება. ლაინერის ტექნიკური გაუმართაობის გამო მგზავრები, რომლებიც უკანა რეისით უნდა გაფრენილიყვნენ, კიევში ავტობუსებით გაუშვეს. კომპანიას სხვა გზა არ ქონდა და დაზარალებული მომხმარებლები უფასო საკვებითა და სასმელით მოისყიდა.
აღსანიშნავია რომ ინციდენტი მხოლოდ აეროპორტის ბრალი იყო, რადგან საფრენი ბილიკის შეკეთება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო.