მსოფლიო მუდმივად იცვლება. ცოტა ხნის წინ ვინ წარმოიდგენდა, რომ ორი კორეა ერთად რამეს გააკეთებდნენ. რამეს კი არა, აგერ საერთო ოლიმპიადისთვის ემზადებიან.
სამხრეთ კორეა 2032 წლის ზაფხულის ოლიმპიადას უმასპინძლოს და ამისთვის სეულის კანდიდატურას ამზადებს. განაცხადისთვის ამზადებდნენ ქალაქ ბუსანსაც, მაგრამ სავარაუდოდ უპირატესობა დედაქალაქს მიენიჭება.
მაგრამ მთავარი ამაში ისაა, რომ განაცხადი ერთობლივი იქნება – გაერთიანდებიან სამხრეთ კორეა და ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა. ჩრდილოკორეელებს ჯერ ვერ შეურჩევიათ ქალაქი, მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს პჰენიანი იქნება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის 2023 წელს ოლიმპიადის ერთობლივად ჩატარებაზე ხარჯი 3.42 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
კორეელების გარდა, 13 წლის შემდგომი ოლიმპიადის მასპინძლობაზე ფიქრობენ ავსტრალია, გერმანია, ინდოეთი და ინდონეზია.