LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე მესამედ: საქართველო ზამთრის მსოფლიო უნივერსიადაზე 8 სპორტსმენით მიდის

22

28 იანვრიდან 8 თებერვლამდე ყაზახეთში (ალმათი) გაიმართება ზამთრის მსოფლიო უნივერსიადა, რომელშიც მიიღებს მონაწილეობას საქართველოს დელეგაციაც. ჩვენი ნაკრების გარდა ამ მნიშვნელოვან და წარმომადგენლობით ღონისძიებაში ჩაერთვება 50-ზე მეტი ქვეყნის 2 000 წარმომადგენელი.

პირველი ზამთრის უნივერსიადა 1928 წლით თარიღდება. მაშინ, ტურნირი ზამთრის საერთაშორისო საუნივერსიტეტო თამაშების სახელით ჩატარდა. დღევანდელი დასახელება 1960 წლის თამაშებზე დამკვიდრდა.

საქართველო მსოფლიო უნივერსიადაზე წარმოდგენილი იქნება 8 სპორტსმენით: დავით თედიაშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), ბესიკ ჩარტოლანი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი), შოთა ნათაძე (ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი), სანდრო ობგაიძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), დავით ბურდული (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ნიკოლოზ ფალიანი (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი), სერგეი ახაბაძე და პირველად საუნივერსიტეტო ფედერაციის ისტორიაში, ქვეყნის ღირსებას დაიცავს გოგონა, თაკო ბაქრაძე (საქართველოს უნივერსიტეტი).

ზამთრის მსოფლიო უნივერსიადაზე საქართველო მესამედ მიიღებს მონაწილეობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები