LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ულამაზესი კუნძული იყიდება

154

ულამაზესი კუნძული ისტორიულ სასახლესთან ერთად იყიდება. მსოფლიოში უდიდესი უკაცრიელი კუნძულის დევონის შემადგენლობაში მყოფი „დრეიკის სანაპირო“ არც მეტი არც ნაკლები მე-16 საუკუნისაა და ის დღემდე ხელუხლებელ მდგომარეობაშია შენარჩუნებული. არც თუ ისე დიდი ზომის კუნძულზე უძველესი ციხე-კოშკი და მიწისქვეშა გვირაბებია განთავსებული. როგორც კომპლექსის ამჟამინდელი მფლობელი აიდან მაკლეი აცხადებს, „დრეიკის“ გაცოცხლების იდეა ჯერ კიდევ მის მამას ქონდა და ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებასაც გეგმავდა. თუმცა, გარკვეული პრობლემების გამო იდეის განხორციელება ვერ შეძლო და აიდანს იმედი აქვს, რომ ამას ახალი მეპატრონე მაინც გააკეთებს.

აღსანიშნავია, რომ კუნძულის საწყისი ღირებულება 6 მილიონი ევროა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები