LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმაკიაჟო ევა ლონგორია თერმულ აბაზანებს იღებს

44

ევა ლონგორია ციურიხს The Best FIFA Football Awards-ზე დასასწრებად ესტუმრა. ღონისძიების შემდეგ, სადაც 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანო რონალდო დასახელდა, ლონგორიამ ადგილობრივ სპას მიმართა და შედეგი თაყვანისმცემლებს Snapchat-ზე გაუზიარა.

41 წლის მსახიობმა მაკიაჟის გარეშე გადაღებული სელფი გააზიარა, რომელიც ღია ცის ქვეშ, ცხელ აუზში აქვს გადაღებული. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტში ჰაერის ტემპერატურა მინუსები იყო.

ლონგორიამ დაწერა, რომ აუზით კმაყოფილია, თუმცა სიცივის გამო შემდგომი პროცედურა, რომელიც თოვლში ფეხშველა გავლას გულისხმობდა, ვერ გაბედა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები