LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნაყოფობა

112
უნაყოფობა

უნაყოფობა ეს არის უშვილობა, ქალს ან მამაკაცს არ შესწევთ უნარი, შვილი იყოლიონ. თუმცა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, იზოლირებულად არც ქალისა და არც მამაკაცის უშვილობის განხილვა არ შეიძლება. სტატისტიკურად, უშვილო წყვილების რაოდენობა საერთო პოპულაციის 10%-ს არ აღემატება. ასეთია ოფიციალური მონაცემები მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის – საქართველოსთვისაც, თუმცა სინამდვილეში უშვილობის შემთხვევა უფრო მეტია. განასხვავებენ უნაყოფობის (უშვილობის) რამდენიმე ტიპს: ფუნქციურ (ენდოკრინულ) უნაყოფობას; ორგანულ უნაყოფობას; იმუნურ უნაყოფობას; გენეტიკურ უნაყოფობას; უცნობი გენეზის უნაყოფობას.

უნაყოფობის გამომწვევ ფაქტორთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია სასქესო ჰორმონთა სეკრეციის ჭარბი წონით/სიმსუქნით ან ცხიმოვანი ქსოვილის დეფიციტით განპირობებულ მეორეულ ცვლილებებს. კერძოდ, გაცხიმოვნება, განპირობებული ინსულინრეზისტენტობა/ჰიპერინსულინემიით, რეპროდუქციული ასაკის ქალებში ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია მენსტრუალური ციკლის დარღვევისა, ანოვულატორული ციკლისა, უნაყოფობისა და ორსულობის ბოლომდე მიუყვანლობისა, საკვერცხეების პოლიცისტოზის (პოლიკისტოზის) მიზეზთა შორის კი ის პირველ ადგილს იკავებს. ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის ასოციაციის მონაცემებით, ჭარბწონიან და მსუქან ქალთა 30-47%-ს დარღვეული აქვს მენსტრუალური ციკლი.  გაციება უნაყოფობის 

თუ სასქესო ორგანოებში მოხვდა, მაგალითად, ჰეპატიტის ვირუსი ან რომელიმე სხვა ინფექცია, თუნდაც ქლამიდია, ის აუცილებლად გამოიწვევს სასქესო ორგანოების ანთებას და დიდია ალბათობა, საქმე უშვილობამდეც მივიდეს. ამავე მექანიზმით უშვილობა შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა ვირუსმა, მათ შორის – მენინგოკოკმა და გრიპის ვირუსმაც კი, თუ თეორიულად დავუშვებთ სასქესო ორგანოებში მათ მოხვედრას.

მამაკაცთა უნაყოფობის მიზეზებია: იდიოპათიური უშვილობა (როდესაც მიზეზი უცნობია), ვარიკოცელე, ჰორმონული დარღვევები, უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები, იმუნოლოგიური ფაქტორები. 

უშვილობის დიაგნოსტიკის ელემენტარული მეთოდია საშვილოსნოს მილების რენტგენოგრაფია. ამ დროს საშვილოსნოს ყელში შეჰყავთ საკონტრასტო ნივთიერება და რენტგენის მეშვეობით ამოწმებენ მილების გამავლობას. არსებობს უფრო რთული სადიაგნოზო მეთოდებიც, მაგალითად, ლაპაროსკოპია. უნდა აღინიშნოს, რომ საკონტრასტო ნივთიერების გარეშე მილების გამავლობის დიაგნოსტიკაში ექოსკოპიის მნიშვნელობა მინიმალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები