LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა ვისწავლო და კიდევ კინოში მინდა: რონალდომ წინ გაიხედა

97
DBFlqHFXYAE0VvE

“იუვენტუსისა” და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო მოყვა, რისი გაკეთება უნდა, როდესაც ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს.

“მოედანზე ყოველთვის გამარჯვების სურვილით გავდივარ. როდესაც სხეული ვარჯიშებზე სწორად რეაგირებას შეწყვეტს, გავჩერდები. მრავალი წელი პენსიაზე გასვლისთვის 30 ან 32 წელი მიიჩნეოდა, ახლა კი 40 წლის მოთამაშეებსაც შეხვდებით.

როდესაც ფეხბურთს შევეშვები, სწავლას მინდა მივუბრუნდე. მომწონს სწავლა, რადგან სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ვახერხებ პასუხი გავცე დასმულ შეკითხვებს. არის კიდევ ერთი რამ, რაც მაოცებს – ფილმში გადაღება მინდა”, – დაწერა 34 წლის ფეხბურთელის სიტყვები The National-მა.

სერია ა-ში 17 ტურის შემდეგ “იუვენტუსი” ცხრილის სათავეშია “ინტერთან” ერთად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები