LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნგრეთში სიცხის გამო რკინიგზის რელსების გადაღებვა დაიწყეს

107
უნგრეთში სიცხის გამო რკინიგზის რელსების გადაღებვა დაიწყეს

უნგრეთში, ერთ-ერთ მონაკვეთზე, რკინიგზის რელსების სპეციალური თერმოდამცავი თეთრი საღებავით შეღებვა დაიწყეს. ეს ექსპერიმენტული მეთოდია, რომელიც მიზნად ისახავს ცხელ ამინდში მეტალის ზედაპირის გადახურების შემცირებას.

სიცხის არანორმალურად მაღალი ტემპერატურის გამო, რკინიგზის ზედაპირი გადახურებას იწყებს – ეს წარსულში ძირითადად სამხრეთ ევროპისთვის იყო დამახასიათებელი, ისეთი ქვეყნებისთვის როგორიცაა იტალია ან ესპანეთი. ახლა კი უნგრელი რკინიგზელებიც მათ გამოცდილებას ეყრდნობიან.

თეთრი საღებავით შეღებვამ შეიძლება რელსების ტემპერატურა 10 გრადუსით შეამციროს. გამოსაცდელი მონაკვეთი შემთხვევით არ შერჩეულა – წარსულში ამ ადგილას სიცხის გამო რელსები ისე დეფორმირდებოდა, რომ მატარებლებისთვის სიჩქარის რეჟიმებსაც კი აწესებდნენ.  

ამჟამად ახალ მეთოდს ტესტავენ. წარმატების შემთხვევაში, ტექნოლოგია სხვა მონაკვეთებზეც დაინერგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები