საიტზე Craigslist გამოჩნდა განცხადება 1967 წლის Dodge Charger–ის გაყიდვის შესახებ. ოქროსფერი ავტომობილი. რომელიც ხის ფიცრულში აღმოაჩინეს, 11 500 დოლარადაა შეფასებული.
რარიტეტის ისტორიის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. 60–იანი წლების ბოლოს ის არიზონაში იყიდეს და მას შემდეგ ნებრასკას შტატში უძრავად იდგა. მოგვიანებით ავტომობილი იპოვეს და კოლორადოში გადაიტანეს, სადაც ის ახალ მფლობელს დაელოდება.
მიუხედავად იმისა, რომ მოდელმა წლები უძრავად და უყურადღებოდ გაატარა, Charger–ის ექსტერიერი არც თუ ისე ცუდ მდგომარეობაშია შემონახული. სალონიც ნორმალურად გამოიყურება, თუკი არ ჩავთვლით რამდენიმე პრობლემურ ადგილს და დაკარგულ რადიოს. გარდა ამისა, მყიდველს მოუწევს, რომ საბარგულის გასაღები თავიდან დაამზადოს.
ავტომობილის ძრავი 1973 წელსაა დამზადებული. 5,6–დან 5,9 ლიტრამდე მოცულობის აგრეგატს 53 წლის სედანი მოძრაობაში უპრობლემოდ მოყავს. და ბოლოს, რარიტეტის ოდომეტრი 129 ათას კილომეტს აჩვენებს.