LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური ბუგატი 950 000 დოლარად იყიდება

64

აუქციონის სახლი RM Sotheby’s 2018 წლის იანვარში არიზონაში გამართულ ვაჭრობაზე უიშვიათეს სუპერქარს, Bugatti EB110 GT-ს გაყიდის, რომელიც 1991-95 წლებში გამოდიოდა. ოდომეტრზე მხოლოდ 4 540 კილომეტრია ასახული. სწორედ ამიტომ, ავტომობილის ღირებულება 950 000 დოლარია.

მოდური Bugatti EB110 GT შეიძლება ითქვას, რომ Bugatti Chiron-ისა და Bugatti Veyron-ის წინაპარია. ის მხოლოდ 139 ერთეული გამოვიდა და თავდაპირველად 380 000 დოლარი ღირდა.

არ არის გასაკვირი, რომ დღეს ავტომობილი კოლექციონერებისთვის განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს. ცნობილია ისიც, რომ მოდელის არსებობის ისტორიაში მას მხოლოდ ერთი მფლობელი ჰყავდა. ავტომობილი პრაქტიკულად იდეალურ მდგომარეობაშია შემონახული. კაპოტ ქვეშ 3,5 ლიტრის მოცულობის V12 ტურბო ძრავია, რომელიც 550 ცხენის ძალას ავითარებს. ავტომობილს კომპლექტში ინსტრუმენტების ნაკრები, ავტომობილის მოვლის საშუალებები, დოკუმენტაცია და ორიგინალი ფოტოები მოყვება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები