LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური მერსედესი გასაყიდად გამოიტანეს

134
Capture

სააუქციონო სახლს RM Sotheby’s სავაჭროდ უნიკალური ავტომობილი გამოაქვს. საუბარია Mercedes-Benz 190 E განსაკუთრებულ ვარიანტში.

ეს მანქანა უკვე თითქმის 40 წლისაა, მას 2.3 ლ ძრავი უყენია.

განსაკუთრებულობა იმაშია, რომ 1984 წელს კონვეირიდან მხოლოდ 21 ასეთი ავტო ჩამოვიდა. ისინი ნიურბურგინგის შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ, რომელსაც „ჩემპიონთა რბოლას“ უწოდებდნენ.

კიდვე უფრო მეტ უნიკალურობას სძენს ის ფაქტი, რომ მის საჭესთან ლეგენდარული ავსტრალიელი მრბოლელი ნიკი ლაუდა იჯდა. მაშინ მან მე-2 ადგილი დაიკავა.

მანქანა ორიგინალურ კომპლექტაციაში იყიდება. ის მთელი ეს დრო კერძო კოლექციონერის ხელში იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები