LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნივერსალი Skoda Vision O განიერ კარებს  მიიღებს

106
უნივერსალი Skoda Vision O განიერ კარებს  მიიღებს

ჩეხურმა ბრენდმა Skoda-მ დაასრულა სარეკლამო კამპანია, რომელიც კონცეპტუალური უნივერსალის – Vision O-ს დებიუტს უსწრებდა წინ. ბოლოს გამოქვეყნებულ სკეტჩებზე წარმოაჩინეს დიზაინის მთავარი დეტალები, რაც სიახლეს უკეთ წარმოაჩენს. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს მოდელი ელექტრო კატეგორიაში ახალი თაობის Octavia-დ გარდაიქმნება. სრული ონლაინ-პრეზენტაცია 8 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო რეალური პრემიერა 9 ოქტომბერს მიუნხენის ავტოსალონზე შედგება.

Vision O წარმოადგენს Skoda-ს დიზაინერული ენის – Modern Solid-ის განვითარების ახალ ეტაპს. აქცენტი გაკეთებულია აეროდინამიკასა და ენერგოეფექტურობაზე, რაც ავტომობილის კომფორტსა და სვლის მარაგს ზრდის. ვიდეო ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ კონცეპტი მიიღებს წაგრძელებულ კორპუსს რელიეფური კაპოტით, მკვეთრად დახრილი საქარე მინითა და კარის ფარული სახელურებით.

სალონი გათვლილია ოთხ მგზავრზე: უკანა რიგზე განთავსებულია სავარძელი, იატაკი ბრტყელია, საჭე – უცნაური ფორმის, ხოლო ცენტრალურ პანელზე მხოლოდ მცირე ზომის დისპლეია. ინტერიერის გაფორმებაში განსაკუთრებული აქცენტი ეკო მასალებზე გაკეთდა.

წინასწარი ინფორმაციით, უნივერსალის სიგრძე დაახლოებით 4,7 მეტრი იქნება, ხოლო ერთი დამუხტვით ავტომობილი 600 კილომეტრს დაფარავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები