LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს ერთი ზოლი დაემატა

20

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე გზის რეკონსტრუქცია განხორციელდა. შედეგად, უნივერსიტეტის ქუჩაზე სავალი ნაწილი 1 მეტრით 70 სმ გაფართოვდა, რაც ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობას საგრძნობლად განტვირთავს. გზას ერთი ზოლი დაემატა, რომლის საშუალებით მანქანები თამარაშვილის ქუჩიდან ვაკის მიმართულებით იმოძრავებენ. პროექტის ფარგლებში, მოხდა მიწისქვეშა კომუნიკაციების – სილქნეტის, მაგთის, ახალი ქსელების შესაბამის ნიშნულზე მოყვანა, ასევე სანიაღვრე ქსელის, განათების ბოძების ადგილმდებარეობის შეცვლა. საგზაო სამუშაოები, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ჯეო სერვისმა“ შეასრულა.