გერმანელ ავტომწარმოებლებს უპილოტო ავტომობილებში „შავი ყუთის“ ჩამონტაჟება მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაცია ტრანსპორტის მინისტრმა გაავრცელა. ჩინოვნიკის აზრით, გერმანული წარმოების ყველა ავტომობილს „შავი ყუთი“ აუცილებლად უნდა ქონდეს და სიახლე სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დაკანონდება.
საქმე ისაა, რომ ბაზარზე უპილოტო ავტომობილთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება, სისტემაც ბევრად რთულდება და საგზაო ინციდენტებისგან დაზღვეული არავინ არ არის. ეს ის შემთხვევაა, როცა მძღოლი მგზავრად გადაიქცევა და ავარიაში დამნაშავის დადგენაც ბევრად რთული იქნება. „შავი ყუთი“ კი საქმის დეტალების დადგენას ბევრად გაამარტივებს.